მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიულ ბულვარში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისის ისტორიულ ბულვარში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისის ისტორიულ ბულვარში ხეები მოჭრეს.

რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს, ბულვარში კაფე სავანეს დანგრევით დაიწყო, დღეს კი მრავალწლოვანი ხეები გაანადგურეს.

ფაქტის ამსახველი ფოტოები “ინფო იმერეთმა” შემთხვევის ადგილზე გადაიღო.

ქუთაისის ისტორიულ ბულვარში სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოებს  შპს “დაგი” ასრულებს. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ღირებულება 14.9 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის ბულვარი ისტორიულია, ის 2 საუკუნის წინ გაშენდა.

კომენტარები