მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი ხვალიდან იწყება, საჯარო სკოლებში კი 15 სექტემბრიდან

ქუთაისის კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი ხვალიდან იწყება, საჯარო სკოლებში კი 15 სექტემბრიდან

ქუთაისის კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი ხვალიდან იწყება, საჯარო სკოლებში კი საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.

მშობლები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ბავშვების სკოლისთვის მომზადება განსაკუთრებით ძვირი დაუჯდათ.

“ერთი შვილი იმ სკოლაში დამყავს, სადაც ფორმები აქვთ ,იქ იმხელა მოითხვეს უნიფორმის შეკერევის გადასახადი, რომ არ ვიცი. როგორ უნდა მოიქცე მშობელი როცა, ფული არ გაქვს წარმოდგენა არ მაქვს. ბავშვს თუ ფორმა არ ექნება ის კლასელებისგან განსხვავებული იქნება, მას თანატოლებიც დასცინებენ, თვითონაც სტერსს მიიღებს, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი იყოს. მეორე შვილი კი დამყავს სკოლაში, სადაც ფორმას არ თხოვენ, იქ კიდევ ცალკე კატასტროფაა. ყველაფერი ისეა გაძვირებული, რომ როგორ შევძლებ ყიდვას არ ვიცი. მშობლები არ ვმუშაობთ, ბავშვებს სკოლისთვის ახალი ტანსაცმელი უნდა, საშინელ დღეში ვართ”, – აცხადებს მშობელი.

კომენტარები