მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიასთან კინოლოგები მუშაობენ

ქუთაისის მერიასთან კინოლოგები მუშაობენ

ქუთაისის მერიასთან, სადაც გამთენიისას ქურდობა მოხდა, კინოლოგები მუშაობენ.

მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.

კამერების ჩანწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.

წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები