მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერია არ გვაწვდის ინფორმაციას იმ  სამშენებლო კომპანიების შესახებ, რომლებიც რიგი დარღვევებით ან უკანონოდ აშენებენ

ქუთაისის მერია არ გვაწვდის ინფორმაციას იმ  სამშენებლო კომპანიების შესახებ, რომლებიც რიგი დარღვევებით ან უკანონოდ აშენებენ

ქუთაისის მერიამ საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიანი ვადა დაარღვია.

ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთს” საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

ახალი ამბების სააგენტომ ქუთაისის მერიას წერილობით 21 ივნისს, 14 დღის წინ მიმართა.

“ინფო იმერეთი” დაინტერესებულია იმ სამშენებლო კომპანიებით, რომლებმაც  სამშენებლო ვადები დაარღვიეს, ასევე იმ კორპუსებით, რომელსაც წლების განმავლობაში სართულები უნებართვოდ ან ნებართვით, თუმცა კანონდარღვევით დააშენეს.

სამშენებლო ექსპერტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ შენობის ხარისხი ქუთაისში მთავარი პრობლემაა, რადგან ხელისუფლებასთან ან ცალკეულ პირებთან გარიგებაში შესული სამშენებლო კომპანიები საპროექტო დოკუმენტაციის გვერდის ავლით ასრულებენ სამუშაოებს. შედეგად კი ვიღებთ კორპუსებს, რომლებმაც შესაძლოა, საშუალო მიწისძვრის ბიძგებსაც ვერ გაუძლოს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის  თანახმად,

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის – ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.

მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს გავასაჩივრებთ კანონით დადგენილი წესით დადგენილ ვადაში.

კომენტარები