მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერია ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე იმერეთის მუნიციპალიტეტების 200-მდე საჯარო მოხელის გადამზადებისათვის დახარჯავს

ქუთაისის მერია ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე იმერეთის მუნიციპალიტეტების 200-მდე საჯარო მოხელის გადამზადებისათვის დახარჯავს

ქუთაისის მერია, იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ბიუჯეტიდან ათობით ათას ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ქალაქის მერია ეძებს ადამიანების ჯგუფს, რომლებიც იმერეთის საჯარო მოხელეებს გადაამზადებს.

“მომსახურება გულისხმობს ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, ვანის, ბაღდათის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 118 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის მიზნით ტრენინგების ჩატარებას”, – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე.

ამავე გვერდზე ასევე იდენტური მოთხოვნით, იდენტური მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ტენდერი ცხადდება დამატებით 83 საჯარო მოხელესათვის.

ჯამში კი 100 000 ლარამდე ბიუჯეტის ფული 200-მდე საჯარო მოხელის გადამზადებისათვის დაიხარჯება.

კომენტარები