მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერია, იქნებ საქანელები ჩამოკიდოთ და კიბეც გააკეთოთ, სირცხვილია”

“ქუთაისის მერია, იქნებ საქანელები ჩამოკიდოთ და კიბეც გააკეთოთ, სირცხვილია”

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე არსებული სკვერში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები.

მოსახლეობის თქმით, ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი, მოზარდებისთვის საფრთხის შემცველ სივრცედ გადაიქცა.

“სკვერი, სადაც ეს დანგრეული სასრიალო დგას, მწვანე ყვავილასა და გაპონოვის ქუჩის ბავშვებისთვის ერთადერთია და ებრაელების სინაგოგის წინ, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს. საბავშვო სასრიალო სავალალო დღეშია. დიდი ხანია, ასეა და თუ არ იცოდით, ქალაქის მესვეურებო, მე გეუბნებით, იქნებ საქანელები ჩამოკიდოთ და კიბეც გააკეთოთ, სირცხვილია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია”, – წერს ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე.

კომენტარები