მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიიდან ტელევიზიების ნივთების ქურდობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ქუთაისის მერიიდან ტელევიზიების ნივთების ქურდობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ქუთაისის მერიიდან “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” კუთვნილი ნივთების ქურდობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალდება უკვე წარედგინა.

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრიდან “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა 18 ოქტომბერს მოიპარეს.

ქურდობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც.

 

კომენტარები