მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან “მთავარის” კომპიუტერი და “ტვ პირველის” კამერა მოიპარეს

ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან “მთავარის” კომპიუტერი და “ტვ პირველის” კამერა მოიპარეს

ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედია ცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.

კამერების ჩანწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.

წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები