მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერიის შენობა გადმოყურებს ცენტრალურ ბაღს, რომელიც გაპარტახებულია”

“ქუთაისის მერიის შენობა გადმოყურებს ცენტრალურ ბაღს, რომელიც გაპარტახებულია”

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, წელიწადის იმ დროს, როცა ქალაქში ყველაზე მეტი ტურისტია, მოუვლელი და მოუწესრიგებელია.

ადგილობრივების და ტურისტების მთავარ თავშეყრის ადგილებში დეკორატიული ყვავილები და მწვანე საფარი გამხმარია, ძელსაკმები დაზიანებული, ურნები კი ძირგავარდნილი.

“მერიის შენობა გადმოყურებს ცენტრალურ ბაღს, რომელიც გაპარტახებულია. ნუთუ გული არ შეგტკივათ თანამშრომლებს?! ან ის ფაქტი, რომ სახალხო საპირფარეშოდ იქცა რეკრეაციული ზონა, სადაც უნდა ვისვენებდეთ”, – ამბობს ადგილობრივი დეა ლეჟავა.

კომენტარები