მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა.

დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

თამარ დახუნდარიძეს აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ის არის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში.

2021 წლის ივლისიდან დღემდე იყო ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველი დირექტორი.

ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა გასული წლის ნოემბრიდან იყო ვაკანტური, როდესაც ეს პოსტი ირაკლი ქარქაშაძემ დატოვა.

კომენტარები