მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე გარდაიცვალა.

მას დღეს 57 წელი შეუსრულდა და დაბადების დღეზე მეგობრობის თანადგომით მისი მეორე წიგნი გამოიცა.

“დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული, “სიცოცხლის ალავერდი” მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისგან. ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი  მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს”, – გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა ენდი ნემსიწვერიძემ.

ენდი ნემსიწვერიძე ავტორია წიგნების: “უბელო რაშები” და “სიცოცხლის ალავერდი”.

ის ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი 2006 წლიდან იყო, მანამდე კი 37-ე სკოლას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები