მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შესახებ, ასევე საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების გამართულ ფუნქციონირებაზე.

ანგარიშზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს საკრებულოს მიერ იქნა მოწონებული.

“დღეს გამართული ანგარიში ნათელი მაგალითია იმისა თუ რამდენად პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა გვყავს ქალაქში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ცდილობენ არსებული პრობლემების მოგვარებას.

დღეს კიდევ ერთხელ დავინახე ის  სულისკვეთება, რომელიც თითოეული მათგანიდან მოდის.  მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს, გამოჩენილი ინტერესისთვის და აქტივობისთვის.

ანგარიშვალდებულება, ღიაობა და  მოქალაქეთა ჩართულობა არის დემოკრატიის მთავარი პრინციპები, რომელიც ქმნის  იდეოლოგიურ ხიდს და კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს  ხალხს ადგილობრივ ხელისუფლებასთან”, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

კომენტარები