მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო დროებით შეწყდა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო დროებით შეწყდა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.

ფრაქცია “ახალის” დეპუტატები, “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდებდნენ, რუსულ კანონს გამიჯნოდნენ და ასევე აქციაზე მყოფი აქტივისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა კი ოპოზიციის წევრებს უთხრეს, რომ ის 84 დეპუტატი, რომელმაც კანონს მხარი დაუჭირა არა მონა, არამედ გმირია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებიან.

ამ დროისთვის სხდომა განახლებულია, თუმცა ოპოზიცია აღარ ესწრება.

კომენტარები