მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია “ოცნების” ხელისუფლებასთან ერთად საკრებულოში მუშაობა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის დასავლური და ევროპული მომავალი ჩაკეტა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და ბრძოლას რუსული რეჟიმის საბოლოო დამარცხებამდე გააგრძელებენ.

კომენტარები