მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის სასამართლოში მოსამართლეების სიმცირე, დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას აფერხებს”

“ქუთაისის სასამართლოში მოსამართლეების სიმცირე, დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას აფერხებს”

“საქართველოს გუშაგი” მიიჩნევს, რომ ქუთაისის სასამართლოში მოსამართლეების სიმცირე, დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას აფერხებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა ქუთაისში ადგილობრივ ადვოკატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანეზაშვილის თქმით, ასევე პრობლემაა ადგილობრივ სასამართლოებში თბილისის სასამართლოებთან შედარებით მოსამართლეების თანაშემწეების დაბალი ხელფასი.

ნაზი ჯანეზაშვილი მოითხოვს, იუსტიციის საბჭოს ყველა სასამართლოს მიმართ თანაბარი დამოკიდებულება ჰქონდეს.

კომენტარები