მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათის მოსახლეობის აქცია გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათის მოსახლეობის აქცია გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

აქციით შეკრებილებმა პროკურატურის მიერ თაღლითობაში დადანაშაულებულ ადგილობრივებს გამოუცხადეს სოლიდარობა, რომელთა მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

აქციაზე ბრალდებულების სოლიდარობის მიზნით პარტია “გირჩის” ლიდერები იმყოფებოდნენ.

კურორტ “საირმის” მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მისაკუთრებას ედავება. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მამა-პაპისეული მიწები საჯარო რეესტრის დახმარებით დაუმტკიცეს და კანონი არ ურღვევიათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები