მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მასზე დაკისებულ მოვალეობას არ ასრულებს”

“ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მასზე დაკისებულ მოვალეობას არ ასრულებს”

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ ასრულებს მასზე დაკისებულ მოვალეობას, სასამართლოში კი კომუნიკაციის სტანდარტის პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს გუშაგის დირექტორმა ისაუბრა, რომელმაც ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს საქმიანობა შეისწავლა და მწვავე ანგარიში მოამზადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების პრობლემებია.

ასევე არ არსებობს ანგარიშვალდებულების სტანდარტი, სასამართლოს თავმჯდომარეს არაპროპორციულად აქვს გადანაწილებული ვალდებულებები, თანამშრომლების ხელფასები კი გაცილებით დაბალია, ვიდრე თბილისში, რაზეც მისი თქმით, პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება.

ასევე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წელს ვებგვერდზე მხოლოდ ერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

კომენტარები