მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ციხეში 24 დღეა, პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის ციხეში 24 დღეა, პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის ციხეში 24 დღეა, პატიმარი შიმშილობს. 39 წლის მსჯავრდებული, მოსამართლის გადაწყვეტილებას და მისი დაკავების ფორმებს აპროტესტებს.

აკაკი ბოჭორიშვილი კავშირზე იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთთან” ციხიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ დაკავების მომენტში, როცა მას ხელბორკილები ეკეთა, ზესტაფონის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პატიმრის თქმით, ვიდრე მისი საქმის გადახედვა ხელმეორედ არ მოხდება, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მსჯავრდებულის უფლებებს ადვოკატი გიორგი დვალიშვილი იცავს.

კომენტარები