მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი ვარ მე” – მეგობრებმა და თანაქალაქელებმა ქეთი ბერძენიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

“ქუთაისი ვარ მე” – მეგობრებმა და თანაქალაქელებმა ქეთი ბერძენიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

“ქუთაისი ვარ მე” – ამ შინაარსის ტრანსპარანტით, მეგობრებმა და თანაქალაქელებმა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ისინი პარლამენტის ყოფილ შენობასთან, სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ.

მდუმარე პერფორმასის ფორმით, ადგილზე შეკრებილებმა ქეთი ბერძენიშვილს გამოემშვიდობნენ.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და ავანგარდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები