მთავარიახალი ამბებისპორტი

ქუთაისი 22-წლამდელთა შორის ჩემპიონია

ქუთაისი 22-წლამდელთა შორის ჩემპიონია

კალათბურთში საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული “ქუთაისი” გახდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში – 2:0 დაამარცხა “ოვერტაიმი” და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ტურნირის MVP ქუთაისელთა გამთამაშებელი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა დავით თორთლაძემ და სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ ვანო ლაცაბიძემ გადასცეს.

კომენტარები