მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის ნუგო კირკიტაძე დაიღუპა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის ნუგო კირკიტაძე დაიღუპა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ნუგო კირკიტაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

“ჯერ კიდევ გუშინ, შენი ჩვეული მღელვარებით მაჩვენე ლუქი, რომელიც იმ დღეს უნდა ჩაგეცვა ყველა რომ დიდი აღტაცებით ველოდით. დღეს კი იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომლის დაჯერებაც ყველაზე მეტად მიმძიმს. წახვედი და ყველა უშენობით გამოწვეული ტკივილისთვის გაგვიმეტე. მთელი ბავშვობა თან გაიყოლე და იმ დროს, როდესაც ყველა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ვემზადებოდით, მარტო დაგვტოვე. თავში კადრებად, ერთმანეთის მიყოლებით, იცვლება შენთან დაკავშირებული თითოეული მოგონება და ვცდილობ სამუდამოდ ჩავიბეჭდო, რადგან მინდა ყველაფერი მახსოვდეს რაც შენთან მაკავშირებს.

მომენატრება შენთან საუბარი, დაუსრულებლად რომ შეგვეძლო გვემსჯელა ყველაფერზე, თუნდაც საათობით, მომენატრება შენი ხუმრობები და შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი. მომენატრები შენ! იცოდე არასდროს დაგივიწყებ და ჩემთვის ყოველთვის იქნები მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს მეგობარი და ზოგადად ადამიანი”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები