მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ბარ-რესტორანი “ბარაქა” ბოლო ერთ კვირაში ორჯერ გაძარცვეს

ქუთაისში, ბარ-რესტორანი “ბარაქა” ბოლო ერთ კვირაში ორჯერ გაძარცვეს

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ბარ-რესტორანი “ბარაქა” ბოლო ერთ კვირაში ორჯერ გაძარცვეს.

სავარაუდოდ, არასრულწლოვნები კვების დაწესებულებაში კარის გატეხვის შედეგად შევიდნენ.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პირველი ძარცვის შედეგად 5 000 ლარი წაიღეს, მეორე ძარცვის შემდეგ კი ხურდები.

ქალაქის ცენტრში, ათეულობით კამერის მიუხედავად პოლიცია დანაშაულის აღკვეთას ვერ ახერხებს.

ინფო იმერეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ორივე ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და ორივე შემთხვევაში არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

კომენტარები