მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისში ერთი საათით ჩამოსვლაც საკმარისია, რომ ნათლად დაინახო თუ როგორ ყვავის კორუფცია”

“ქუთაისში ერთი საათით ჩამოსვლაც საკმარისია, რომ ნათლად დაინახო თუ როგორ ყვავის კორუფცია”

საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობის” თავმჯდომარის თემურ ცამციშვილის თქმით, ქუთაისში კორუფცია ყვავის.

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატის განცხადებით, გადათხრილი ქუჩები, დაუმთავრებელი პროექტები და მძიმე ინფრასტრუქტურა მოქმედი ხელისუფლების მუშაობის ხელწერაა.

“ძალიან კარგად ვიცი ქუთაისში არსებული პრობლემები. ამ ქალაქში ერთი საათით ჩამოსვლაც საკმარისია, რომ ნათლად დაინახო თუ როგორ ყვავის კორუფცია. გადათხრილი ქუჩები, დაუმთავრებელი პროექტები. აღმაშენებლის გამზირი, რომელიც 5 ჯერ გადაითხარა და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. აღარ ვამბობ იმას რა მდგომარეობაშია პარლამენტისა და მთავრობის სახლის ყოფილი შენობების მიმდებარე ტერიტორია”, – განაცხადა “ფორმულას” ეთერში ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.

იმერეთში საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობა” დაფუძნდა, რომელსაც თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.

აღნიშნული მოძრაობა გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.

მოძრაობის წევრების თქმით, ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევებია.

კომენტარები