მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე არსებული ორმო ავტომობილის მესაკუთრეებს პრობლემებს უქმნის

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე არსებული ორმო ავტომობილის მესაკუთრეებს პრობლემებს უქმნის

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე არსებული ორმო ავტომობილის მესაკუთრეებს პრობლემებს უქმნის.

მძღოლების თქმით, ვიწრო ქუჩაზე არსებული ორმო, მათ გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნის და ასევე საავარიო სიტუაციებს ქმნის.

ორმოს აპროტესტებს მოსახლეობაც.

“თბილისის ქუჩის 25 ნომრის წინ, ყოველ ღამე მოძრავი მანქანებიდან ისმის “ბრახ” და მერე დედის გინება შვიდივე ბრუნვაში, ვის და რატომ აგინებენ არ ვიცი მარა, ის “ბრახ” ამ ორმოს ბრალია, რომელიც თითქმის ერთი თვეა ასეა, იქნებ გააგებინოთ ვინმემ ვინმეს, რომ აქედან იგინებიან”, – წერს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა.

კომენტარები