მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მერია 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს (ფოტოები)

ქუთაისში მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მერია 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს (ფოტოები)

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილზე მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება.

სივრცის მოსაწყობად, ქუთაისის მერიამ 4 999 227 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, რომელიც შპს “ნს სტუდიომ” მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და სინთეზირდება ახალ არქიტექტურასთან. გარდა საგამოფენო სივრცისა, კიდევ რა დატვირთვა ექნება განახლებულ შენობას, ჯერჯერობით უცნობია.

სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის რეკონსტრუქციისთვის თანხას რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიიღებს.

კომენტარები