ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ქსელური მაღაზია “ფემილი” გაქურდეს.
უცნობი პირებმა შენობაში შეღწევა მინების ჩამსხვრევის შედეგად მოახერხეს.
მაღაზიის დაზარალებული მენეჯერი “ინფო იმერეთთან” აცხადებს, რომ სასურსათო ობიექტიდან თამბაქო მოიპარეს.
“დილით როცა მოვედით, მინები ჩამსხვრეული, შიდა ტერიტორია კი დარბეული დაგხვდა, თამბაქოა წაღებული, სამი პირი შემოვიდა მაღაზიაში”, – განაცხადა მენეჯერმა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მაღაზიის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
კომენტარები