მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში რუსული კანონის მხარდამჭერ პლაკატებს არ გავაჩერებთ”

“ქუთაისში რუსული კანონის მხარდამჭერ პლაკატებს არ გავაჩერებთ”

ქუთაისის ბულვარის დროებით ღობეზე გაკრულ რუსულ კანონპროექტს მოქალაქეები ხევენ.

ადგილობრივების თქმით, ევროპულ ქალაქში რუსული კანონის მხარდამჭერი პლაკატების ადგილი არ არის.

“ქუთაისში რუსული კანონის მხარდამჭერ პლაკატებს ჩვენ არ გავაჩერებთ. სირცხვილია, რასაც ხელისუფლება აკეთებს”,- აცხადებს ადგილობრივი ლეილა მაისურაძე.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიციირდება.

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

კომენტარები