მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის შეძენის ტენდერი “ღამის შოუმ” მოიგო

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის შეძენის ტენდერი “ღამის შოუმ” მოიგო

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის შეძენის ტენდერი “ღამის შოუმ” მოიგო.

ნაძვის ხის შესაძენად ადგილობრივ ხელისუფლებას 155 000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. “ღამის შოუმ” ტენდერი კონკურენტის გარეშე 146 000 ლარად მოიგო.

სულ ამ კომპანიას 48 გამარტივებული შესყიდვა აქვს მოგებული, საერთო ჯამში 1380000 ლარის ღირებულების, ხოლო ტენდერებით 547000 ლარი აქვთ მიღებული.

შპს ღამის შოუს მიერ ქუთაისში და ქვეყნის მასშტაბით მოგებული ტენდერები იმერეთის ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეისწავლა.

თემურ ცამციშვილის თქმით, ტენდერი მოიგო არაკვალიფიციურმა, “ქართულ ოცნებასთან” და სახელისუფლებო მედიასთან დაახლოებულმა ორგანიზაციამ, რაც გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ნაძვის ხის ტენდერი კონკრეტულად ამ კომპანიისთვის გამოცხადდა.

სატენდერო ხელშეკრულებაში წერია, რომ შპს “ღამის შოუს სტუდია” ლუბლიანას ქუჩაზე, ტელეკომპანია “იმედის” შენობაში ფუნქციონირებს, თუმცა იუმორისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ამ კომპანიას ისინი არ წამოადგენენ და ეს სხვა ორგანიზაციაა.

კომენტარები