მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი საკრებულოს წევრია

ქუთაისში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი საკრებულოს წევრია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაჭრეს, “ქართული ოცნების” წევრია.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს წევრი “ოცნებიდან” ზაქრო მამასახლისი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. მეზობელი კი, რომელმაც დეპუტატს და მეზობელს დანა დაარტყა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

სისხლიანი გარჩევა დეპუტატის სასტუმროს მიმდებარედ მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები