მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სტუდენტები “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავენ

ქუთაისში სტუდენტები “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავენ

ქუთაისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავენ.

ისინი იქ მსვლელობით მივიდნენ და რუსულ კანონს აპროტესტებენ, მმართველ პარტიას კი მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და გაიწვიოს რუსული კანონი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებმა დღეს სხვა თანატოლების მსგავსად გაფიცვა გამოაცხადეს და რუსული კანონის საწინააღმდეგო საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ.

კომენტარები