მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ქუჩების უმრავლესობაზე სანაგვე ურნები ნარჩენებით არის სავსე

ქუთაისში, ქუჩების უმრავლესობაზე სანაგვე ურნები ნარჩენებით არის სავსე

ქუთაისში, ქუჩების უმრავლესობაზე სანაგვე ურნები ნარჩენებით არის სავსე. ნაგავი მიმოფანტულია სავალ გზაზეც.

ცხინვალის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ნარჩენებით სავსე ურნები განსაკუთრებულ დისკომფორტს ზაფხულში ქმნის, რადგან  ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ნარჩენებს სუნი აქვს, რომელიც საცხოვრებელ სახლებში შედის.

ადგილზე მუდმივად იმყოფებიან მიუსაფარი ძაღლები და კატები.

როგორც მოსახლეობა ამბობს, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი სიტუაცია თითქმის ყოველდღიურობად არის.

კომენტარები