მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ყოფილი ქმრისგან მოკლული ქალი 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა

ქუთაისში ყოფილი ქმრისგან მოკლული ქალი 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა

ქალი, რომელიც გუშინ ქუთაისში ყოფილმა ქმარმა მოკლა, 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და იქ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მასთან გუშინ ყოფილი ქმარი მივიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა ბინის კარი არავინ გაუღოთ.

მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველების მისვლამდე კი კაცი ბინაში ჩაკეტეს. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

“სახლში ჩაკეტეს. მეზობელია პოლიციის თანამშრომელი, მან იაქტიურა და დაკეტა ყველაფერი. იქედან მეზობლები დადგნენ, რომ აივნიდან არ გადასულიყო. მეზობლების დახმარებით დაიჭირეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მოკლულ ახალგაზრდა ქალს დანით ყელის და თავის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები