მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული მ.ხ. ქუთაისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები