ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ჭადრაკის სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
სახელმწიფო შესწყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რეაბილიტაციაზე 534 859 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული თანხით საჭადრაკო სკოლის შენობაში სრულად უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა, უნდა ჩაუტარდეს რემონტი შენობის ძველ ნაწილს და შეიცვალოს სახურავი.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.
კომენტარები