მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. ზებრაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. ზებრაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

“მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას ქალაქის მერს, საკრებულოს და  ყველას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოაწესრიგებს ტერიტორიას და გახდის უსაფრთხოს. უამრავი შემთხვევა  ხდება ამ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს ამ ტერიტორიას.

დიდი ხანია, ვითხოვთ შუქნიშნის უშუალოდ ამ ტერიტორიაზე განთავსებას, ე.წ ზებრა ხაზები ამ პრობლემას არ შველის. მიხედეთ ჭავჭავაძის გამზირს ქალაქის ხელმძღვანელობავ, მარტო ქალაქის ცენტრი არ არის ქუთაისი”, – ამბობს ადგილობრივი შორენა ლუტიძე.

კომენტარები