ქუთაისში 247 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედალი გადაეცა.
კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.
ოქროსა და ვერცხლის მედალი ქუთაისის 38 საჯარო და 5 კერძო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს კუთვნილი ჯილდო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.
კომენტარები