მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 31 მარტის რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის 85 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში 31 მარტის რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის 85 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში 31 მარტის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წლის იუბილე აღნიშნეს.

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მერაბ კოსტავას ბიუსტთან შეიკრიბნენ.

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

კომენტარები