სასტუმრო სანსეტ შოვიდან ერთ-ერთი დამსვენებელი ვიდეოს აქვეყნებს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.
“პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან, ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო.
ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ”, – ამბობს მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციით, მაშველები შოვში ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან.
კომენტარები