მთავარიახალი ამბებისლაიდი

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს მეზობლებმა ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს მეზობლებმა ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს

ქუთაისში მომხდარ მკველობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. 36 წლის ქალის ყოფილი მეუღლე შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.

სავარაუდო დამნაშავე, ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საღამოს ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.

სამართალდცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ქალს ჭრილობა დანით მიაყენა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები