მთავარიახალი ამბებისლაიდი

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დანით მოკლული ქალის საქმეზე დაკავებული ყოფილი მეუღლე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს მკვლელობაში ბრალდებულ დავით ცერცვაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატის გელა სიორდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ის თანახმაა წინასწარ პატიმრობაზე.

ქუთაისში 36 წლის თინათინ ტურაბელიძე ნაქირავებ ბინაში პირველ ივლისს მოკლეს. ქალის კივილზე ადგილზე მისულ მეზობლებს დანით ხელში ქალის ყოფილი მეუღლე დავით ცერცვაძე დახვდათ.

კომენტარები