მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შეუძლებელია, ტრანსპორტს 45 წუთი ელოდო” – ქუთაისში მოსახლეობა ტრანსპორტის მოცდის ინტერვალზე წუხს

“შეუძლებელია, ტრანსპორტს 45 წუთი ელოდო” – ქუთაისში მოსახლეობა ტრანსპორტის მოცდის ინტერვალზე წუხს

ქუთაისში მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის ინტერვალის დიდ დროზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე დალოდება 45 წუთი უხდებათ.

“ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, მანქანას ყოველთვის ბინასთან ვაჩერებ და ვცდილობ ქალაქის ლოკაციაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდე, მაგრამ 30 ან 44 წუთი ელოდო ავტობუსს, არის წარმოუდგენელი,  მაშინ, როცა ევროპაში მოცდის დროს 2-3 წუთია. განა რამხელა  ქალაქი გვაქვს, ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ჩასვლას 1 საათს ანდომებდეს ავტობუსი? ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია – 9 საათის შემდეგ ავტოქარხნიდან – ქალაქში ან ქალაქიდან – ავტოქარხანში ვერ მიდიხარ.

პ.ს რატომ არის მოცდის დრო ასეთი ხანგრძლივი?”, – წერს სოციალურ ქსელში თაზი მოსეშვილი.

კომენტარები