მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შოვში, დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი კონტაქტზე გამოვიდა”

“შოვში, დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი კონტაქტზე გამოვიდა”

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ნაპოვნია ცოცხალი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიბილეიშვილს პოლიციამ თბილისში მიაგნო.

“ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, დადგინდა, რომ არის ჯანმრთელი, ცოცხალი და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაკარგულად 13 ადამიანი მიიჩნევა.

კომენტარები