მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული და-ძმა გუტაშვილები დღეს დაკრძალეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული და-ძმა გუტაშვილები დღეს დაკრძალეს

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ონის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

მეგობრები, ნათესავები და რიგითი ადამიანები დილიდან გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად ადგილზე მივიდნენ და კიდევ ერთხელ იხსენებდნენ შემზარავ ტრაგედიასა და სტიქიურ უბედურებას.

ტაძარში იმყოფებოდნენ  ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიას გუტაშვილების ოჯახის 9 წევრი ემსხვერპლა.

კომენტარები