მთავარიახალი ამბებისლაიდი

“შპრიცებით არის ყველაფერი სავსე, ღამით კიდევ უცხო ბიჭები ჩხუბობენ”, – ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

“შპრიცებით არის ყველაფერი სავსე, ღამით კიდევ უცხო ბიჭები ჩხუბობენ”, – ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, დასახლებაში არსებულ სკვერში, რომელიც მცირე ზომის ტყის მასივია ე.წ ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი და ასევე ნარკოტიკული საშუალებების გაკეთების სივრცეა.

“შპრიცებით არის ყველაფერი სავსე. დილით რომ გამოვდივარ, რასაც ვახერხებ ვალაგებ, მაგრამ ყოველდღე დაიღლები. სიმართლეს გეტყვით, ამ დასახლებაში და ამ ტყეში დიდად არც “ნაცების” დროს იყო სიმშვიდე, მაგრამ ახლა ნამეტანია. რა შეიქნა ერთი კამერა, რომ განათავსონ და ხეებზე მიამაგრონ, რომ მიმდინარეობს ვიდეო ჩაწერა, აღარ ამოვლენ და აღარ გაიკეთებენ იმ ოხრობას”, – აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები