მთავარიახალი ამბებისხვადასხვა

“ჩემთვის ჟურნალისტობა მუდმივი ძიება, ახლის შეცნობა და პროგრესისკენ სწრაფვაა”- თათა კაჭკაჭიშვილი

“ჩემთვის ჟურნალისტობა მუდმივი ძიება, ახლის შეცნობა და პროგრესისკენ სწრაფვაა”- თათა კაჭკაჭიშვილი

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი, თათა კაჭკაჭიშვილია. 

სახელი: თათა, რომელიც 15 წლის ასაკში დავირქვი და ძალიან ჩემია, მასთან კომფორტულად თანავცხოვრობ!

გვარი: კაჭკაჭიშვილი.

სამუშაო ადგილი: “რადიო თავისუფლება’.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… ხელოვანი, რომელიც ბევრ, ფერად ნივთს შექმნიდა.  თუმცა, ახლაც ვქმნი და პროფესია ხელს არ მიშლის ჰობი საქმედ ვაქციო.  რომ მრავალფეროვნება საინტერესოა და ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული საქმეებიც კი შეიძლება იყოს არა დამღლელი, არამედ სახალისო.  მას შემდეგ რაც პოლიმერული თიხა „აღმოვაჩინე“ მშვენივრად ვუთავსებ ერთმანეთს პროფესიულ საქმიანობას და ხელნაკეთი ნივთების შექმნას, ეს ერთგვარი თერაპიაცაა.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… გარდა ფუნდამენტური მოვალეობებისა და ვალდებულებებისა, ჩემთვის ჟურნალისტობა მუდმივი ძიებაა, ახლის შეცნობა და პროგრესისკენ სწრაფვაა, რაც ადამიანებთან  ურთიერთობით მიიღწევა. ესაა ის, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს და ჩემი პროფესიის ამოუწურავ შესაძლებლობებში მარწმუნებს.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… ვფიქრობდი, რომ წერა შემეძლო, თუმცა ჟურნალსიტობა კიდევ უამრავი თვისების ერთად ფლობაა, და რაც მთავარია, ისეთი დეტალების აღმოჩენა, დანახვა, დაკავშირება და წარმოჩენა, რაც ფიქრს, აზრების თანმიმდევრობას განაპირობებს.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… პირველი ლაივი, რადიო თავისუფლებისთვის, რომელიც ამერიკული სამხედრო ტექნიკის ქუთაისის გავლით გადაადგილებას ასახავდა და ერთდროულად 50 ათასზე მეტი ფეისბუკმომხმარებელი  უყურებდა, მომდევნი დღეებში კი რამდენიმე ასეულმა ათასმა ნახა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო…

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… პროფესიონალიზმს და  პიროვნულ თვისებებს

მჯერა, რომ… ადამიანების გულწრფელობა ფასდაუდებელია

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… გამოსავლის გზის ძიება ყველა სიტუაციიდან და სირთულეებისადმი შემოქმედებითი მიდგომა.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… თვითკრიტიკულობა და ზედმეტად პასუხისმგებლიანი ხასიათი.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… პროფესია და რამდენიმე  ჰობი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…  სულ მეხატა, ეს მიკროსამყარო დიდ თავისუფლებას მაძლევდა, რაც ძალიან მომწონდა.

 

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… სამოგზაუროდ.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ალბათ მუსიკას და მუსიკალური საკრავების ფლობას დაუკავშირდებოდა.

ამოჩემებული სამოსი… ქურთუკი.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… წყენა იოლად.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … ყველაფერი გამოვა, თუ მოინდომებ.

ადრე ვფიქრობდი, რომ… მთავარია იდეალებს არასდროს ვუღალატო.

 ახლა ვფიქრობ, რომ… ამ დრომდე ვუერთგულე ყველა მიზანს და გავამრავლფეროვნე ისინი.

თავისუფალ დროს… არ ვფიქრობ, ვმოქმედებ.

მეშინია… ალბათ როგორც ყველას, მარტოობის და სიკვდილის.

ვტირი მაშინ, როდესაც… ადამიანების უანგარო სიკეთეს ვხედავ.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… სხვისი დახმარების ბერკეტი ან საშუალება არ მაქვს.

ყველაზე მეტად მიყვარს… სხვისთვის საჩუქრის  გაკეთება,

არასოდეს გავაკეთებ…  ნემსს! წარმოდგენაც კი არ შემიძლია!

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… მაქსიმალისტი ვარ და ეს ცხოვრებას მირთულებს!

სიყვარული არის… მდგომარეობა, როდესაც თავს საუკეთესოდ გრძნობ!

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როცა შვილები პირველად დავინახე.

როდესაც ცუდად ვარ… ვეძებ გამოსავალს.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… ბავშვები უნდა გავაღვიძო!

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… ის რომ სისულელე არ გამიკეთებია, საკმარისად თავდაჯერებული ვერ ვარ.

პირად ურთიერთობებში ვარ… გულწრფელი, თუმცა არა მიმდობი

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ადამიანი, რომელთან ურთიერთობა კომფორტულია.

 

კომენტარები