მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო” – საზანოში ტრაგედიას გადარჩენილი გოგონა

“ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო” – საზანოში ტრაგედიას გადარჩენილი გოგონა

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და დაც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ემშვიდობება.

“ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“, – წერს ანა რობაქიძე და გარდაცვლილი დის ფოტოს აქვეყნებს.

თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან. ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.

კომენტარები