მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემს შვილთან ერთად ღამეს აქ გავატარებ, დღეს იუსტიციის სახლი არ დაიკეტება”

“ჩემს შვილთან ერთად ღამეს აქ გავატარებ, დღეს იუსტიციის სახლი არ დაიკეტება”

ქუთაისში მცხოვრები ირმა რევიშვილი დღევანდელი ღამის გატარებას იუსტიციის სახლში გეგმავს.

ის აცხადებს, რომ მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის პენსიის ნაწილს ყადაღა ადევს. დღეს კი გაარკვია, რომ არასრულწლოვან შშმ პირის პენსიას ყადაღა არ უნდა ედოს, იუსტიციის სახლში დეტალების გასარკვევად მივიდა, თუმცა შესაბამისი პასუხი არ გასცეს.

როგორც რევიშვილი აღნიშნავს, არ მისცემს საშუალებას, რომ დღეს იუსტიციის სახლი დაკეტონ.

“ჩემს შვილთან ერთად ღამეს იუსტიციის სახლში გავატარებ. დღეს იუსტიციის სახლი არ დაიკეტება. ჩემი შშმ ბავშვის პენსიას ესენი ყადაღას არ უნდა ადებდნენ”, – აცხადებს ირმა რევიშვილი.

ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები