მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ არ დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, თქვენთვის აჯობებს, მალე გაიწვიოთ კანონი”

“ჩვენ არ დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, თქვენთვის აჯობებს, მალე გაიწვიოთ კანონი”

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ლექციებზე შესვლას აღარ აპირებენ.

“პირველ რიგში ვიტყვი, არა რუსულ კანონს, დადგა დრო და ჟამი გაიგოს ხალხმა რა აზრზე არიან წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები, დაწყებული პირველი კურსიდან დამთავრებული იმდენ კურსამდე, რომელზეც არიან ისინი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ უკან არ გაიწვევენ რუსულ კანონს და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვეზარება აქ დგომა, არც დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, არც თოვლი, თქვენთვის აჯობებს მალე გაიწვიოთ კანონი”, – ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

გარდა ამისა, გაიფიცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ უნივერსიტეტის მშენებლობის დასაფინანსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა “ქართუმ” მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელეს.

კომენტარები