მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩვენ მოძმე ქუთაისს თუ ესმის, შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება დნიპროში ადამიანებისთვის”

“ჩვენ მოძმე ქუთაისს თუ ესმის, შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება დნიპროში ადამიანებისთვის”

უკრაინის ქალაქ დნიპროს მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, რომ ქუთაისი დნიპროსთან დაძმობილებული ქალაქია, რომელთან კავშირიც ომში გაწყდა.

ფილატოვის თქმით, დაძმობილებული ქალაქები დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შემდეგ დახმარებას უგზავნიან.

დნიპროს მერის თქმით, მათ ამ დრომდე ქუთაისიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

“ჩვენ დახმარებას გვთავაზობენ ჩვენი მოძმე ქალაქები, კიოლნი, იაპონიის ოსაკა, სლოვაკეთის ჟილინა და არის სურვილი დაეხმარონ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ჩვენ ველით, რომ მათ გადაერიცხებათ თანხა თუ ჩვენი ესმით, სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან” – აცხადებს ფილატოვი “ფორმულასთან”.

ცნობისთვის, დნიპრო და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან.

კომენტარები