მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცაგერის მუნიციპალტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ცაგერის მუნიციპალტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრული მოვლენების შედეგად სოფელ ღვირიშის, სანორჩის, ნასპერის და უცხერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

ამ მიმართულებით საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშის და ცაგერი-დეხვირი-სანორჩი- ნასპერის მიმართულებით.

გზაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა. უახლოეს დღეებში ადგილზე ვითარებას შეისწავლის გეოლოგების ჯგუფი და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდა ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი.

კომენტარები